კანში 156 სუდანელი მიგრანტი დააკავეს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

fcc5f50d883ddce5b82bf0fea62cd324საფრანგეთის პოლიციამ კანის რკინიგზის სადგურზე 156 სუდანელი მიგრანტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV-ი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ყველა დაკავებული მარსელის საიმიგრაციო სამსახურში თავშესაფრის მოთხოვნით განცხადების შეტანას აპირებდა.

რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ედუარ ფილიპმა თავშესაფრის მაძიებელთათვის დამატებით 7500-მდე ცენტრის მშენებლობის შესახებ განაცხადა.

2017 წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვით ევროპაში 77 ათასზე მერი მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა.

23 მარტს ავსტრიამ მიგრანტებს ქვეყნიდან წასვლისთვის თანხას გაუორმაგა და პირველმა ათასმა მთხოვნელმა 1000 დოლარი მიიღო.

28 მარტს ავსტრიამ ევროკავშირის მიგრანტების განაწილების პროგრამის დატოვება მოისურვა. ავსტრიის კანცლერმა კრისტიან კერნმ აღნიშნა, რომ ავსტრია საბერძნეთიდან და იტალიიდან თითქმის 2 000 ლტოლვილის მიღებას დათანხმდა და მიგრანტების მოზღვავებული ტალღის ფონზე, სახელმწიფომ მისი ნორმა უკვე შეასრულა.

მიგრანტებისთვის პორტების ჩაკეტვას გეგმავს იტალიაც, რომელიც მიგრანტების მიღებაზე ქვეყანა ყოველწლიურად 3,3, მილიარდ დოლარს ხარჯავს.

მიგრანტების მიღებაზე უარი თქვა პოლონეთმა, ჩეხეთმა და უგრეთმა, რის გამოც ევროკომისიამ ამ ქვეყნების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *