ნიუ-იორკის მეტროში მატარებელი რელსებიდან გადავიდა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ap-nyc-subway-04-jc-170627_12x5_1600ნიუ-იორკის მეტროპოლიტენში მატარებლის შემადგენლობის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.შემთხვევის შედეგად დაშავდა 34 ადამიანი, 17 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.  ამის შესახებ ABCNews იტყობინება.

ინციდენტი 125-ე ქუჩის სიახლოვეს, ჰარლემში მოხდა, თუმცა რამ გამოიწვია ავარია უცნობია. მგზავრების განცხადებით, გვირაბში კვამლიც შენიშნეს, რაც, სავარაუდოდ, სწრაფი დამუხრუჭების შედეგად წარმოიშვა.

რელსებიდან გადასულმა შემადგენლობამ გვირაბის კედელი, ლიანდაგები და აპარატურა დააზიანა. მომხდარის გამო, აღნიშნულ ხაზზე მატარებლების მიმოსვლა შეფერხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *