აფგან მუხთარლის ადვოკატმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თხოვნით სასამართლოს მიმართა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

1tv.geაზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი მუხთარლისა და მისი მეუღლისთვის, ლეილა მუსტაფაევასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ამჯერად უკვე სასამართლოსგან ითხოვს.

ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა შესაბამისი განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

როგორც მან აღნიშნა, აფგან მიხთარლის ოჯახს და მისი ინტერესების დამცველებს სურთ კანონით გათვალისწინებული იმ უფლებებით სარგებლობა, რითაც დაზარალებულები სარგებლობენ. ადვოკატი გამოძიების არაეფექტურობაზეც მიუთითებს.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. საქართველოში, კი შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *