პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გზებზე შეზღუდვები წესდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

shss 2პოლიციელის დღესთან დაკავშირებით თბილისში გზებზე შეზღუდვები წესდება, – ამის შესახებ „IMEDI.FM“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე – ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროს სადგურ „სამგორამდე“, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება:

30 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე;

31 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *