კანის 70-ე კინოფესტივალის ყველაზე შთმბეჭდავი კადრები
კანის 70-ე საერთაშორისო ფესტივალი 28 მაისს ოფიციალურად დასრულდა. 9 კაცისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარე ლეგენდარული ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი იყო, 2017 წლის კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა. ამის შესახებ კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ, ისევე როგორც მის სანახაობით მხარეზე.
კანის 70-ე საიუბილეო – ფილმები, პირდაპირ ეკრანიდან გადმოსული ცნობილი მსახიობი კაცები და ულამაზესი ქალები, მათი ეგზოტიკური სამოსელი … თუმცა უმთავრესი მაინც ფილმებია და ჟიურის აზრი, რადგან მათი შეფასებაა განმსაზღვრელი ვინ რა ადგილს დაიკავეს, რა ჯილდოს მიიღებს. ერთმა კინოკრიტიკოსმა ისიც კი მითხრა, ხალხს ფილმებზე უფრო წითელი ხალიჩა, ფესტვალის გახსნა, დახურვა … ყველაზე კარგად ჩაცმული და ყველაზე უგემოვნო მსახიობები, უფრო აინტერესებსო 🙂 . მე ამ აზრს არ ვეთანხმები, თუმცა ეს ცერემონია რომ არა, ფესტივალს ალბათ ბევრი დააკლდებოდა.
სინამდვილეში, ჩემი აზრით, კანის ფესტივალი, ეს ერთგვარი კინოს მაგიაა და დანარჩენი კი მისი ირიბი დამატებებია, ლამაზი, შთამბეჭდავი, გამაბრუებელი ირიბი დამატებები. 🙂
მაშ ასე, კანი, საიუბილეო 70-ე , ყველაზე დასამახსოვრებელი კადრები, რომლებიც უკვე ისტორიის საკუთრება გახდა. მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში იყო და არაფერი მეტი …
რითი დაამახსოვრდება ხალხს კანის 70-ე საიუბილეო კინოფესტვალი? ბუნებრივია, პირველ რიგში, გამარჯვებული ფილმებითა და მსახიობებით, გახსნისა და დახურვის ცერემონიით 🙂 , უმშვენიერესი და უბერებელი მონიკა ბელუჩის მომხიბვლელი სამოსით, მომნუსხავი ღიმილით და ვნებიანი კოცნით… მე ბოლო მომეწონა 🙂 , პედრო ალმადოვარის (წლევანდელი ფესტივალის ჟურის თავმჯდომარე) ამბორი უფრო საინტერესო იყო და დამაჯერებელიც. 🙂