ვერსალში ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

72a6f58cd2b0428b4a7e41de1bb5dae9ვერსალში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. ეს ორ ლიდერს შორის პირველი შეხვედრაა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის პრობლემებს, მათ შორის სირიაში და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების დარეგულირებას, რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებს და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ სიტუაციას.

ვიწრო წრეში შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები სამუშაო სადილის ფორმატში გაგრძელდება. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *