მოსამართლემ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ცხრა პირი პატიმრობაში დატოვა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

1490781423ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ცხრა პირი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება დაკავებულების ახლობლებმა გააპროტესტეს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, თუმცა როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, მოსამართლემ მათი პოზიცია არ გაითვალისწინა.

დანარჩენი დაკავებულების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმართება.

11-12 მარტს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული ძალადობრივი აქციის დროს, სხეულის დაზიანება 35-მა პოლიციელმა მიიღო. თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132 770 ლარის ღირებულების ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *