ჯეიმს კომი – რუსეთი განაგრძობს აშშ-ის და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას

მთავარი გვერდის ჩანაწერები

fbiაშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი მიიჩნევს, რომ რუსეთი განაგრძობს აშშ-ის და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და „ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს“.

აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენებისას „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა ჯეიმს კომის რუსეთთან დაკავშირებით რიგი კითხვები დაუსვა.

სენატორის კითხვას, სამართლიანია თუ არა მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას, ჯეიმს კომიმ დადებითი პასუხი გასცა.

კითხვაზე, რამდენად დიდია რუსეთის მხრიდან საფრთხე, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი საფრთხეა მათი განზრახვისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით“.

ამავდროულად, ჯეიმს კომიმ აღნიშნა, რომ მის უწყებას იმის მტკიცებულება არ გააჩნია, რომ რუსეთის გავლენის გამო, აშშ-ის არჩევნების შედეგების ცვლილება მოხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *