შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრანსგენდერი ქალებისა და მათი მეზობლების დაპირისპირების შედეგად ოთხი პირი დააკავა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

3d48e070a48db7b81cdb14be353208e1თბილისში, წყნეთის ქუჩაზე გვიან ღამით ხმაური იყო. დაპირისპირება ტრანსგენდერი ქალებისა და მათი მეზობლის დაკავებით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხმაურის მიზეზი ტრანსგენდერებსა და მათ მეგობარს შორის ურთიერთობის გარჩევას მოჰყვა. მოგვიანებით კი, დაპირისპირებაში მეზობლებიც ჩაერთვნენ.

ტრანსგენდერი ქალები სამართალდამცველებს უმოქმედებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ადგილზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომელმაც ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

რაც შეეხება უშუალოდ დაკავებულებს, მათ წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *