დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადაიტანეს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

39a2c5dd8881a79ae4ef1c9f33082ea2აჭარიდან შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში, კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადაიტანეს. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამთენიისას დასრულდა.

ტიტას ხე, რომელიც ტექნიკური პრობლემების გამო, დაახლოებით, ერთი თვე მახინჯაურის სანაპიროზე იყო გაჩერებული, გურიის მიმართულებით, დღის ბოლოს ზღვით გადაიტანეს.

სამუშაოების შეფერხების მიზეზი ბარჟის დაზიანება იყო.

დენდროლოგიურ პარკში, რომელსაც შეკვეთილში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშენებს, უკვე ათზე მეტი მრავალწლოვანი ხეა გადატანილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *