ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

97d933b1389d8b489602c4143e12c758ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ კენჭისყრაზე ორგანიზაციის მოქმედ თავმჯდომარე პედრო აგრამუნტს უნდობლობა გამოუცხადა და მისი იმპიჩმენტის პროცედურას შეუდგა. აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე გადაწყვეტილება მიიღო, პედრო აგრამუნტისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადების ტექსტში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პედრო აგრამუნტს აღარ აქვს უფლება ოფიციალური ვიზიტები განახორციელოს, მონაწილეობა მიიღოს რაიმე ღონისძიებაში და საჯარო განცხადებები გააკეთოს ასამბლეის სახელით.

ასამბლეის წარმომადგენლების თქმით, აგრამუნტმა დაკარგა კოლეგების ნდობა.

ბიურომ აღნიშნა, რომ პედრო აგრამუნტს არ წარუდგენია გადადგომის შესახებ განცხადება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *