საქართველოში უახლოესი 5 დღის განმავლობაში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

მთავარი გვერდის ჩანაწერები

timthumb.phpსაქართველოში უახლოესი 5 დღის განმავლობაში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს დღისით თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება, დღის ბოლოს კი ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოს დაბლობსა და ბარში დღისით 19-24 გრადუსი იქნება, მთაში – 18-23 გრადუსი.

დღეს მზიანი ამინდი იქნება თბილისშიც, თუმცა დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება.

8 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-22 გრადუსი იქნება. თბილისში დღის ბოლოს ასევე შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსი იქნება.

9 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რის გამოც ტემპერატურა დაიკლებს. ქვეყნის უმეტეს რაიონში იწვიმებს. იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში იქნება, დროგამოშვებით კი 20-25 მეტრი წამში. თბილისში დღის ბოლოს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსია მოსალოდნელი.

10 აპრილს ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპერატურა 11 აპრილსაც შენარჩუნდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *