რადიო იმედისა და worknet.gov.ge-ს ერთობლივი პროექტი „დასაქმდი იმედით“

მთავარი გვერდის ჩანაწერები

site_jobრადიო იმედი და worknet.gov.ge იწყებს ერთობლივ პროექტს „დასაქმდი იმედით“ . ჩვენ დაგეხმარებით მოძებნოთ თქვენთვის სასურველი სამსახური ყველას, ვინც სამსახურს ეძებთ და მათაც, ვისაც კვალიფიციური კადრი გჭირდებათ, ჩვენ დაგეხმარებით მოძებნოთ ერთმანეთი ყოველდღე, 10:40 საათზე, „დილის სამინისტროს“ ეთერში, ვაკანსიები რომელიც თქვენი დასაქმების რეალური შანსი გახდება და დამსაქმებლები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გააკეთებენ არჩევანს.

შეხვედრის ადგილი უცვლელია, რადიო იმედი იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ, იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები მთელმა საქართველომ გაიგოს, ჩვენ, ვუსმენთ და ვასაქმებთ ერთმანეთს! ამ კვირის აქტიური ვაკანსიებია:მკერავი, კონტროლიორი, ბრიგადირი, პრობლემური სესხების მართვის ოფიცრი, საკრედიტო ექსპერტის ასისტენტი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი, სერვისების მენეჯერი, თარჯიმანი (ევროპული და აზიური ენების), პედიატრი, მოტოპატრული, ექთან-ფლებოტომისტი და ა. შ. ვაკანსიების სრული სია იხილეთ worknet.gov.ge-ზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *