„რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად, ცხრა პოლიტიკური პარტია უზენაეს სასამართლოსთან პროცესის პარალელურად, აქციას გამართავს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

851e4244760ce778acdd570e0796e0f0ცხრა პოლიტიკური პარტიისგან შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ხვალ, უზენაესი სასამართლოს შენობასთან, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად, აქციას გამართავს.

ამის შესახებ განცხადება სააკორდინაციო საბჭოში სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთდა.

„ქართულ საზოგადეობას, პოლიტიკურ პარტიებს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა, მოვუწოდებთ, რომ ხვალ, 11:00 საათზე, ერთად გავაპროტესტოთ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენები. „რუსთავი 2“ არის მხარე, რომელსაც ხვალ, სასამართლო დარბაზში არ უშვებენ. ჩვენ სწორედ შენობასთან გავაპროტესტებთ ამას. აქციები მიიღებს პერმამენტულ ხასიათს და არ შეწყდება მანამ, სანამ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“, – აცხადებენ სააკორდინაციო საბჭოში.

უზენაესმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი – მის საკუთრებაში არსებულ შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გასული წლის 10 ივნისს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *