ილჰამ ალიევმა თავისი მეუღლე, მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

7bafece6ea70d2c321efad2c3df2346fაზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა, – იუწყება აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

გასული წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში რეფერენდუმი ჩატარდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი საკითხი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოტანას ითვალისწინებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *