კომერციულ ბანკებში აშშ დოლარის ფასი საშუალოდ, 2.61 ლარს შეადგენს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

c033c380a58a574d968b461fedec0994ეროვნული ვალუტის გამყარების პარალელურად, ლარი ბაზარზეც გამყარდა და აშშ დოლარის ფასმა საშუალოდ, 2.61 ლარამდე დაიწია.

10:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.61 ლარადაა შესაძლებელი, „თიბისი ბანკში“ – 2.60 ლარად; „ლიბერთი ბანკში“ – 2.58 ლარად; „ვითიბი ბანკში“ – 2.60-ად, ხოლო „პროკრედიტ ბანკში“ 1 აშშ დოლარს მომხმარებელი 2.59 ლარად შეიძენს.

ამასთან, 1 აშშ დოლარს კომერციული ბანკები 2.49-2.52 ლარის ფარგლებში ყიდულობენ.

რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, აქ მომხმარებელი უცხოურ ვალუტას 2.55-2.56 ლარის ფარგლებში შეიძენს.

აშშ დოლართან მიმართებაში ლარი თითქმის სამი პუნქტით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.5599 ლარი ღირს. 2 დეკემბრის კურსით კი, მისი ფასი 2.5871 ლარს შეადგენდა.

ლარის გაუფასურების ფონზე, გასული კვირის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა ბაზარზე მკვეთრად გაუფასურდა. რამდენიმე დღის წინ კი, კომერციულ ბანკებში აშშ დოლარის ფასმა 2.73 ლარს მიაღწია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *