ნარდევანი–ფარავნის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

6a8ff2498ed9b4f1aff067b34adbe5acრთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვის, ძლიერი ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–ფარავანი) კმ94–კმ110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *