„ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2.5575 ლარად იყიდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

8c14cd7f351ecdeabb12272b6eea22ebბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღეს ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. თბილისის დროით 14.00 საათის მონაცემებით, დოლარი 2.5575 ლარად იყიდება.
დღეს „ბლუმბერგზე“ ვაჭრობა 1 დოლარი 2.5825 კურსით დაიწყო და ლარის კურსი 2.5575 -მდე გამყარდა.

გუშინ „ბლუმბერგზე“ ვაჭრობის შედეგები ხშირად იცვლებოდა. 1 აშშ დოლარი დღის განმავლობაში „ბლუმბერგზე“ 2.66 ლარადაც კი იყიდებოდა, რაც მისი ღირებულების მაქსიმუმი იყო. ვაჭრობა კი გუშინ 1 დოლარი 2.5638 კურსით დასრულდა.
ამის ფონზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის შეძენა დღეს 2.588 – 2.62 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი მოქალაქეებს 2.488-2.55 ლარად შეუძლიათ. გუშინ დოლარის ღირებულებამ დღის გარკვეულ ეტაპზე ჯიხურებში 2.73-საც კი მიაღწია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *