ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართული თაფლის იმპორტი განხორციელდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

8b875bd8057d6a6449ad7e7edd596f63ევროკავშირმა ყველა ფორმალური პროცედურა დაასრულა და საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.

„ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ, შესაბამისი სტანდარეტების დაცვის შემთხვევაში, საკუთარინ პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.

ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *