Google „მოგონილ“ ახალ ამბებს აღარ გამოაქვეყნებს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

a6f85feff1a6991f9e4286fc1dd07cbfGoogle-ის აღმასრულებელი დირექტორი სანდარ პიჩაი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოქვეყნებულ ახალ ამბებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას გამოეხმაურა.

„ყალბი ახალი ამბები Google-ს მეშვეობით საზოგადოებამდე ვეღარ მიაღწევს. ვმუშაობთ, რათა შეცდომა გამოსწორდეს“, – აღნიშნა სანდარ პიჩაიმ.

აშშ-ში გასულ კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპა გაიმარჯვა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ტრამპის წარმატებაში Google და Facebook-ი დაადანაშაულა, რადგანაც მათი აზრით, ორივე ქსელი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ყალბი, გადაუმოწმებელი ახალი ამბების გამოქვეყნებას უწყობდნენ ხელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *