დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს მიმართავს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

43ed6e8d8cdb93f28f4aac1b0a8dafaeდონალდ ტრამპი, რომლის გამარჯვების შესახებაც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, ამ წუთებში საარჩევნო შტაბში მხარდამჭერებს მიმართავს.

სიტყვით გამოსვლაში ტრამპმა მომხრეებს მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ ჰილარი კლინტონმა მას გამარჯვება მიულოცა.

“პირობას ვდებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის წინაშე, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია” , – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე მიმართა ყველა იმ ამერიკელს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა არ მისცა და განაცხადა, რომ საჭიროა ერთობლივი მუშაობა აშშ-ის გაერთიანების მიზნით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *