მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

00dea6ff7e756b20ad1ecdbe2de1570bსაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდექის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილი გია ლორთფიფანიძის გადადგომის საკითხს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

„ეს იყო პოლიციის პირველი უფროსი ოდესის ისტორიის ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. თავიდან მას ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ კი, ყველა მხრიდან იდევნებოდა.

რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნეთ, ოდესა ნორმალურ და მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნეთ და იმისთვის, რომ სრულიად ძირგამომპალ სისტემაში სუფთა დარჩი და ღირსება შეინარჩუნე. ახლა კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ, მაგრამ ვარწმუნებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გია ლორთქიფანიძემ ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ლორთქიფანიძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *