თბილისში OECD-ის მაღალი დონის ღონისძიება გაიმართება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

img

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების  ორგანიზაციის” (OECD) ღონისძიებასთან დაკავშირებით დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც “გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ყოველწლიური პლენარული სესიის” საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

“გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის” მე-9 პლენარული სესია თბილისში 2-4 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას ფორუმის წევრი 100-ზე მეტი სახელმწიფოსა და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტი დელეგატი მიიღებს.

პლენარულ სესიას გახსნიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის“ თავმჯდომარე კოსი ლუ.

OECD-ის „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი“ წარმოადგენს საგადასახადო გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების დამნერგავ წამყვან ორგანიზაციას, რომელიც მონიტორინგისა და იურისდიქციათა შეფასების გზით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უზრუნველყოფს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტის დაცვას.

საქართველო გლობალურ ფორუმში გაწევრიანებულია 2011 წლიდან. მან წარმატებით გაიარა გლობალური ფორუმის შეფასების ორივე ფაზა. შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *