კინოპრემიერები რომლებსაც ყველა ველოდებით

მთავარი გვერდის ჩანაწერები
ემი ადამსი, კადრი ფილმიდან’Nocturnal Animals’

INFERNO

რონ ჰოვარდის ფილმი, შთამბეჭდავი სამსახიობო ანსამბლით, ჰარვარდის პროფესორის ისტორიას აგრძელებს. რობერტ ლენგდონი ამჯერად იტალიურ საავადმყოფოში ამნეზიით იღვიძებს და თავის ექიმითან ერთად ცდილობს მსოფლიო იხსნას დანტეს “ინფერნოსთან” დაკავშირებული ბოროტებისგან.

მსოფლიო პრემიერა – 28 ოქტომბერი

Doctor Strange

Marvel-ის კიდევ ერთი დიდი პროექტი, გრაფიკული ნოველების კიდევ ერთ საკულტო გმირს კინოეკრანებზე ამჯერად ბენედიქტ ქამბერბაჩი გააცოცხლებს. იმის მერე რაც ნიჭიერი ქირურგის კარიერა წარუმატებლათ დასრულდება ჯადოქარი მას თავის მოსწავლედ აქცევს და ბოროტებასთან ბრძოლის ხერხებს ასწავლის.

მსოფლიო პრემიერა – 4 ნოემბერი

Nocturnal Animals

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში წლის ყველაზე საინტერესო ფილმის რეჟისორი ტომ ფორდია! დიახ, დიახ სწორედ ის ტომ ფორდი, დიზაინერი ტომ ფორდი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მდიდრული კოსტუმებითაა ცნობილი.

დიზაინერის დებიუტი კინოეკრანებზე დიდი ხმაურის გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის, რადგან თუ ტრეილერმა შეცდომაში შეგვიყვანა და ფილმი არც ისეთი კარგი გამოდგა, როგორიც გვგონია, მაშინ სამსახიობო ანსამბლზე მაინც ვილაპარაკებთ ორჯერ უფრო მეტს, რადგან ტომ ფორდის სადებიუტო ნაშრომში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობი ემი ადამსი და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებენ.

მსოფლიო პრემიერა – 18 ნოემბერი

La La Land

როგორც იქნა დენიელ ჩაზელმა ყველა კინომოყვარულის ოცნება აასრულა და ემა სტოუნი და რაიან გოსლინგი მიუზიკლში გადაიღო. თან უბრალოდ მიუზიკლში კი არა, ძალიან საინტერესო მიუზიკლში. ბევრი საუბრის გარეშე გთავაზობთ ფილმის ტრეილერს, იმედია თქვენც ისევე დატკბებით მისი ყურებით როგორც ჩვენი რედაქციის თანამშრომლები 🙂 ეს კინოსურათი უდაოდ წლის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება!

მსოფლიო პრემიერა – 2 დეკემბერი

Jackie

‘Jackie’ პაბლო ლარონის ფილმია, რომელიც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მომენტს, ჯონ კენედის მკვლელობას, პირველი ლედის, ჟაკლინ კენედის თვალით გვანახებს. აიკონური ქალბატონის როლს ნატალი პორტმანი ასრულებს. კინოკრიტიკოსები ოსკაროსან მსახიობს ამ ფილმისთვის კიდევ ერთ ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ.

მსოფლიო პრემიერა – 2 დეკემბერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *