პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

e2f9f7a3d8a1e5745d35dc18a362f2ecმსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის, მერსი ტემბონის შეხვედრისას აღინიშნა.

მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებსაც მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს და მზად არის, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა მომავალშიც განაგრძოს.

მერსი ტემბონმა, მსოფლიო ბანკის სახელით, კმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს მიღწევები აისახება მსოფლიო ბანკის ჯგუფის ბიზნესის წარმოების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიღარიბის დაძლევის კუთხით მიაღწია.

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *