ესპანეთის მთავრობა: საქართველოში ჩატარებული არჩევნები მშვიდი და დემოკრატიული იყო

მთავარი გვერდის ჩანაწერები
38d1f6a1583c7c979cc814d9b4d4a5dbესპანეთის მთავრობა საქართველოში 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.

ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ესპანეთი ულოცავს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ სუბიექტებს და იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი წარმატებით დაძლევს ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს და გამოწვევებს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ესპანეთი ასევე, გამოხატავს სურვილს, გააღრმაოს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, ასევე ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებას ასოცირების ხელშეკრულების გზით.

ესპანეთის მთავრობა მიესალმება საპარლამენტო არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას და იზიარებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომლის თანახმადაც, არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული.

ამასთანავე ესპანეთის მთავრობა გმობს ძალადობის სხვადასხვა ინციდენტს და იმედს გამოთქვამს, რომ დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო რეკომენდაციები, სამომავლოდ გათვალისწინებული იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *