,,უნიქს დეველოპმენტი” ფრანგული უბნის მშენებლობას 2018 წლის შემოდგომაზე დაასრულებს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

14642985_1267672563263987_459218411_nსაქართველოს სამშენებლო ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია შემოვიდა. ,,უნიქს დეველოპმენტი” ფრანგული უბნის მშენებლობას 2018 წლის შემოდგომაზე დაასრულებს. საუბარია ევროპული დონის ახალ საცხოვრებელ კომპლექსზე, რომელიც ბინების გარდა, სრულყოფილ ინფრასტრუქტურასაც გულისხმობს. პროექტში ბინებთან ერთად გათვალისწინებულია დიდი ეზო, სპორტული მოედანი, სკვერი, გამწვანება, საბავშვო ბაღი, ფრანგული საფუნთუშე, კაფეყერია, ფიტნეს ცენტრი, მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმწმენდა, ავტო-სამრეცხაო და მრავალი სხვა ობიექტი. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის ტერიტორია დაცული იქნება 24 საათის განმავლობაში. ფრანგული უბნის მაცხოვრებლებს ასევე მოემსახურება კონსიერჟე.

როგორც კომპანია ,,უნიქს დეველოპმენტში” აცხადებენ, მშენებლობა იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა#10-ში (ქერჩის ქუჩის მახლობლად) მიმდინარეობს. ეს არის შემაღლებული და მიმდებარე ტერიტორიისგან განცალკევებული ადგილი, რაც ფრანგულ უბანს ბუნებრივად გამოარჩენს სხვა კორპუსებისგან. პროექტი მოიცავს 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს.

ფრანგული უბნის ხელმისაწვდომობას განაპირობებს არა მარტო ფასები და გადახდის პირობები, არამედ ბინის ზომაც, რომელიც მერყეობს 35 კბ.მ-დან 123 კვ.მ-მდე.

,,უნიქს დეველოპმენტში” განმარტავენ, რომ ფრანგულ უბანში წინასწარი გაყიდვები ოქტომბერში დაიწყება

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *