მერაბ ქვარაია – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის განაგრძობს ძალადობას

მთავარი გვერდის ჩანაწერები

4362e6ae682dfd8b620120cc0e84795a“ქართული ოცნების” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და წევრებს მოუწოდა, არ აჰყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციებს. ამის შესახებ მერაბ ქვარაიამ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობისგან” პროვოკაციები არჩევნებამდე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას, ძალადობას. სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ატარებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას, რამაც გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი თავს დაესხნენ ამ ახალგაზრდებს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. ნაცემია სამი ახალგაზრდა, მათ შორის სასტიკად ნაცემია 19 წლის გოგონა, რომელიც უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორ მათგანს აქვს თავის ტვინის შერყევა. მათ ამჟამად მკურნალობენ.
გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ არანაირად არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს, რომელიც მოსალოდნელი იქნება და შესაძლოა უფრო ხშირი გახდეს ამ ერთი კვირის განმავლობაში. „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვეულ, მშვიდ გარემოში გაგრძელდეს არჩევნები და დასრულდეს ის ასევე ჩეულ, მშვიდ გარემოში 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებით“,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *