ივანიშვილი სააკაშვილზე: სად ჩამომსვლელია, ეგ საცოდავი, ლიფტში ეშინია, არ გაიჭედოს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

a8b35854f3dad8462fecaa0fd7531f15ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული წარღვნა ნუ დაძაბავს.

ქვემო ქართლში, რუსთავში, რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, ივანიშვილი სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„მოსახლეობას მისი ნათქვამი წარღვნა ნუ დაძაბავს. მგონი, აქცენტს ისევ საკუთარ გუნდზე აკეთებს, რომ არ ჩამოეშალოს და შეამაგროს, ჩამოვალ და საოცრებებს მოვახდენო. სად ჩამომსვლელია, ეგ საცოდავი, ლიფტში ეშინია დახურული სივრცის, არ გაიჭედოსო. კარგად იცის, ეგრევე შეიყვანენ. ეგ რომელი წარღვნით და დემოკრატიის აღზევებით გვემუქრება? თავისიანებს ამძაფრებს, რომ თუ გაგვიყალბეს, ამას ვიზამთო. როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლებამ ეს თავში მაინც გაივლოს? თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არაფრის შანსი არ აქვთ. თუ „რუსთავი 2“-ის არ გამოიყვანენ, სიცრუე არ დაგვიჯერეს, მერე გადავატრიალებთო.

არაფრის თავი არ აქვთ, ამ საცოდავებს. მაგასაც, გაუბედურებული ზის იქედან. მისმა მეუღლემ თქვა, რომ ჩემი მეუღლე ისეთი კაცი იყო, ხალხს მისი უნდა ეშინოდესო. ახლა ნუღარ გეშინიათ, თვალებში ჩავხედეო. მაგათგან ცინიზმი მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი უსუსურობის და იმ გაუსაძლისი მდგომარეობის შედეგია, სადაც არიან“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ივანიშვილი ირწმუნება, რომ  ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები არ იგეგმება.

„თუ ვინმესგან პატარა პროვოკაციები იქნება, ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ყველას  ტელეფონი აქვს და შეგიძლიათ, თუ რაიმე არაკანონიერი იქნება, აღბეჭდოთ“, – დასძინა ივანიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *