ბაღდადში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ბაღდადში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმკვლელის მიერ ორგანიზებული ტერაქტის შედეგად კიდევ 28 ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო.

შემთხვევა ბაღდადის დასავლეთ ნაწილში შიიტებით დასახლებულ გადატვირთულ უბანში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სამართალდამცველები ავრცელებენ.

ტერორისტულმა დაჯგუება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერაქტების სერია მას შემდეგ გაააქტიურა, რაც ერაყში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კოალიციასთან ბრძოლისას ტერიტორიები დაკარგა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *