ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3195 ლარი გახდა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

21730b31ba2ac36b1013815e88b9f0aa

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3195 ლარი გახდა.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3195 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3191 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0004 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5858 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5928 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *