ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ თანადგომა გაუწია 440 ბენეფიციარს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

e6ef7570aaa4d3a3c1f9037534992936

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა აგვისტოს თვეში, მოქალაქეების დახმარების მიზნით, 112 885 ლარი დაფინანსება გასცა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ თანადგომა გაუწია 440 ბენეფიციარს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, გასულ თვეს 298 მოქალაქის დასაფინანსებლად დაიხარჯა 65 301 ლარი.

”აღნიშნული თანხით, დახმარება გაეწია 4 და მეტ შვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, გამოჩენილ ადამიანებს, ახალდაქორწინებულებს, ახალშობილებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, დედ–მამით ობოლ ბავშვებს და რაც ყველაზე მთავარია, პროგრამების მიხედვით მოხდა მოქალაქეებისათვის საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურეობის დაფინანსება“, – აღნიშნა გამგებელმა.

”უნდა აღინიშნოს, რომ პირადი განცხადებების საფუძველზე მოქალაქეებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობის მიღებისათვის თანადგომა გაუწია საკრებულომაც.

მონაცემების მიხედვით, აგვისტოს თვეში ადგილობრივი საკრებულოს მიერ გამოყოფილი 47 584 ლარით დახმარება გაეწია 142 მოქალაქეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *