«Pasquale Bruni»-ს ახალი კოლექცია

მთავარი გვერდის ჩანაწერები

 

ტექსტის თავში«Vogue Fashion’s Night Out»-ის ფარგლებში გაიმართება იტალიური მარკის «Pasquale Bruni»-ის ახალი საიუველირო კოლექციის პრემიერა. წარმოდგენილი იქნება მასიური, რთული და საკმაოდ დეკორატიული ნაკეთობები, თუმცა მათი ტარება რთული არ იქნება, ვინაიდან იუველირებმა ამაზე ცალკე იზრუნეს, თუმცა დეტალები ცნობილი არ არის. კოლექციას სახელიც შესაბამისი შეურჩიეს — «Petit Secret» (“პატარა საიდუმლო“).

ყოველი სამკაულის ორი ვარიაცია შექმნილი: ორთავე ვარდისფერ ოქროშია შესრულებული, ხოლო ბრილიანტებით შემკულია ან ნაჯერი იასამნისფერი ამეთვისტოები, ან ნაზი რძისფერი კვარცი. მყიდველს საშუალება ეძლევა თავისი გემოვნებით შეარჩიოს სასურველი ვარიანტი. თუ საყურეებს შორის არჩევანის გაკეთება გაუძნელდება, შეუძლია ორივე შეიძინოს და შემდეგ ცალ-ცალი ატაროს — ერთგვარი ორიგინალური დელიკატური ასიმეტრია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *