ვიზალიბერალიზაცია

მთავარი გვერდის ჩანაწერები

 

470_Hanh-BiH-IBNA

იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების შესახებ ევროპის პარლამენტი და ევროკავშირის ყველა ქვეყანა წლის ბოლოსათვის მიიღებენ.

ბრატისლავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულისებში  ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მკაფიოდ მიანიშნებენ, ხოლო ბევრ ქვეყანას აქვს მკაფიო მოლოდინი, რომ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება უნდა მიენიჭოთ.

ადრეულ ზაფხულში საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზების მინიჭებას ხელი შეუშალა გერმანიამ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შეშფოთებული იყო მის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობის ზრდით. იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევებში ყოველგვარი შეშფოთება შეიძლება მოიხსნას ევროკავშირის მიერ შემუშავებული „ვიზების შეჩერების მექანიზმით“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *