მომავლის პროფესიები

მთავარი გვერდის ჩანაწერები

380x214

კომპანია «Microsoft»-მა «Future Laboratory»-თან ერთობლივად, მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების პროგნოზი შეადგინა.

მრავალფურცლიან გამოკვლევაში პირველ ადგილზე მოთავსებული არის კოსმოსური მეგზური, რომელიც მგზავრებს კოსმოსურ მოგზაურობაში თანხლებას გაუწევს. საზოგადოებას მომავალში ყოველდღიურად დასჭირდება ვირტუალური რეალობის დიზაინერი — ამ პროფესიაზე მოთხოვნა უკვე დღესვე არსებობს.

რობოტოტექნიკის განვითარებასთან ერთად საჭირო გახდება ისეთი სპეციალობა, როგორიცაა რობოეთიკა, რომლის სპეციალისტები ადამიანების და რობოტების თანაარსებობას დაარეგულირებენ. გაჩნდებიან digital-კომენტატორები კულტურის სფეროში — ინფორმაციის ვიზუალური მიწოდების სპეციალისტები და ბიოჰაკერები-ფრილანსერები, რომლებიც გამოჩნდებიან სამოქალაქო მეცნიერების (citizen science) განვითარებასთან ერთად, როდესაც მთავარი ამოცანების გადაჭრა მოყვარულებს მეცნიერებთან ერთად შეეძლებათ.

სიაში ასევე შეტანილია ინტერნეტ ნივთების მონაცემთა ანალიტიკოსი, ტვინის მოცულობის ოპტიმიზატორი, პირვანდელი ბუნების აღდგენის სპეციალისტი და სხეულის აგებულების ინჟინერი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *