რუსეთში გამოკითხულთა 23 % მზად არის, არჩევნებზე ხმა გაყიდოს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

moskovi 2

რუსეთში რესპონდენტთა თითქმის ¼ (23 %) მზად არის, საპარლამენტო არჩევნებზე ხმა გაყიდოს – ასეთია სოციოლოგიურ ცენტრ “ლევადა ცენტრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

11 % მზად არის, ხმა 5 000 რუბლად (დაახლოებით 177 ლარი) გაყიდოს, 5 % უფრო მეტ თანხას მოითხოვს.

63 % აცხადებს, რომ ხმას არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის, 14 %-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

51 % მიიჩნევს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩაივლის და ხმები გაყალბდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *