გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც სიამაყით შეუძლია თქვას, რომ ვემსახურებით ხალხის ინტერესებს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც სიამაყით შეუძლია თქვას, რომ ვემსახურებით ხალხის ინტერესებსჩვენ შევძელით ქვეყანაში სტაბილურობა უზრუნველგვეყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ”ქართული ოცნების” ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა დმანისში, მხარადამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

”ერთი მხრივ, ჩვენ ვართ თანმიმდევრული ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობაში, ხოლო მეორე მხრივ, შევძელით შეგვენელებინა დაძაბულობა, რომელიც არსებობს რუსეთთან, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე – ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ მთავრობა, რომელსაც სიამაყით შეუძლია თქვას, რომ ვემსახურებით ჩვენი ხალხის ინტერესებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მთავრობის მიერ 4 წლის განმავლობაში გაწეულ მუშაობაზე ისაუბრა. მან დღეს კიდევ ერთელ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს დემოკრატიულად, თავისუფლად, მშვიდობიანად და ამით თვისობრივად განსხვავდება 2011-2012 წლის საარჩევნო პერიოდისგან.

დმანისსა და წალკაში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *