მთვარეზე გაფრენა $10 მილიონად

მთავარი გვერდის ჩანაწერები

10095615.096563.3002

კერძო კომერციული კომპანიის «Moon Express»-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მთვარეზე გაფრენა დაახლოებით 10 მილიონი დოლარი ეღირება. კომპანიას შორსმიმავალი მიზნები აქვს — გეგმავს მთვარეზე ფრენები მომგებიან ბიზნესად აქციოს.

“მთვარეზე ფრენები გადავწყვიტეთ არ იმიტომ, რომ ეს ადვილია, არამედ იმიტომ, რომ ეს კარგი ბიზნესი იქნება. ადრე მთვარეზე ექსპედიციის ღირებულება მილიარდობით დოლარს შეადგენდა, ახლა კი მთვარეზე ჩვენი მისია 10 მილიონი ეღირება“, — განაცხადა კომპანიის მმართველმა ნევინ იენმა. მისი სიტყვებით, მთვარის ათვისება იმიტომაც არის საინტერესო, რომ იქ $16 კვადრილიონის წიაღისეულია თავმოყრილი.

ადრე ცნობილი გახდა, რომ კერძო კომპანიას «Moon Express», მთვარეზე გაფრენის განხორციელების უფლება 2017 წლისთვის მისცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *