ავთანდილ ჭრიკიშვილი ნახევარფინალშია

მთავარი გვერდის ჩანაწერები

381af6c98a6c7727778deafa0fed6775

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 81კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა სამი ორთაბრძოლა მოიგო და ნახევარფინალშია.

ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი – სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა.

ჭრიკიშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 1/4-ფინალში იტალიელ მატეო მარკონჩინისთან გამართა და თითო იპონითა და ვაზარით გაიმარჯვა.
ფინალური ბლოკი 22:30 საათიდან დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *