სიცოცხლისთვის ვარგისი ეგზოპლანეტები

მთავარი გვერდის ჩანაწერები

download

არიზონას შტატის ასტრონომებმა დაითვალეს, ბოლო წლებში, ტელესკოპ «Kepler»-ის მეშვეობით აღმოჩენილი 216 ეგზოპლანეტა, რომლებიც ეგრეთწოდებული დასახლებადი ზონის შიგნით მდებარეობენ. ეს ჩამონათვალი, მეცნიერულ «Astrophysical Journal»-ში ჟურნალში გამოქვეყნდა.

დასახლებადი ზონა — პირობითი ორბიტაა, რომელზედაც მყოფ პლანეტაზე თბილა, მაგრამ არ ცხელა, რომ მის ზედაპირზე შესაძლებელი იყოს წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა. ამ 216 პლანეტიდან მეცნიერებმა ამოარჩიეს ოცი, რომლებიც მაქსიმალურად ჰგავს დედამიწას.

“დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენა, სადაც ადამიანებს ან სიცოცხლის სხვა ფორმებს შეეძლებათ ცხოვრება, იმდენად მიმზიდველია, რომ ყველანაირად იწვევს ცნობისმოყვარეობას და იმსახურებს ყურადღებას“, — აღნიშნა მეცნიერთა ჯგუფის წევრმა ნატალი ჰინკელმა.

იმისათვის, რომ პლანეტა მიეჩნიათ სიცოცხლისთვის ვარგისად, მეცნიერებს მოუწიათ ისეთი პარამეტრების გაანალიზება, როგორიც არის პლანეტის ზომა, ვარსკვლავისგან დაშორების მანძილი და თვითონ ვარსკვლავის ტიპი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *