ბერნარდ შოუ – შეეცადეთ მიიღოთ ის, რაც გიყვართ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმის შეყვარება მოგიწევთ, რაც მიიღეთ

მთავარი გვერდის ჩანაწერები

BernardShaw_640

ირლანდიული წარმოშობის ინგლისელ მწერალს, დრამატურგს, რომანისტს, ნომელის პრემის ლაურეატს, ოსკარის მფლობელს, ჯორჯ ბერნარდ შოუს, დღეს 160 წელი შეუსრულდებოდა.

ჯორჯ ბერნარდ შოუ 1856 წლის 26 ივლისს, დუბლინში დაიბადა. თავიდან იგი სახლში იღებდა განათლებას, შემდეგ კი კათოლიკურ და პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 16 წლის ასაკში, უძრავი ქონების სააგენტოში კლერკად დაიწყო მუშაობა. ბრიტანულ მუზეუმში შოუ შეხვდა თეატრალურ კრიტიკოსს უილიამ არჩერს, რომელმაც შოუს შესთავაზა თეატრზე წერა და 1886 წელს რეკომენდაცია გაუწია ყოველკვირეულ “ვორლდში”. 1885 -1888 წლებში შოუ აქვეყნებს რეცენზიებს “პელ-მელ გაზეთშიც” და მუსიკალურ რეცენზიებს კორნო დი ბასეტოს ფსევდონიმით. იგი თეატრალურ და მუსიკალურ რეცენზიებს წერდა. ერთხელ რედაქციის მიერ ექიმთა საზოგადოების გუნდის კონცერტის შემდეგ მან მოკლე, იუმორისტული რეცენზია დაწერა: გუშინ მღეროდნენ ლონდონელი ექიმები, მათი სიმღერის მოსმენა, რა თქმა უნდა , შეიძლება, მაგრამ მაინც უკეთესი იქნებოდა მოვაგონოთ მათ ის დუმილის პირობა, რომელიც  სამედიცინო დიპლომის მიღებისას დადეს“.

 მისი პირველი ნაწამოები თეატრისთვის იყო “ქვრივის სახლები”, პიესას თავშეკავებით შეხვდნენ და ორი სპექტაკლის შემდეგ მოხსნეს. შემდგომი ექვსი წლის განმავლობაში შოუმ ცხრა სრულმეტრაჟიანი და ერთ ერთაქტიან პიესა დაწერა. მისი მეორე პიესის “გულთამპყრობელის” დადგმა, ვერცერთმა რეჟისორმა  ითავა, ხოლო პიესა “მისის უორენის პროფესია”, რომელიც პროსტიტუციაზე იყო, საერთოდ აიკრძალა. 1913 წელს მან დაწერა სოციალური სატირა “პიგმალიონი” , სადაც ავტორი დასცინის სოციალურ მანერულობას, რომელიც ხელს უწყობს კლასობრივი განსხვავების გაძლიერებას. შემდგომში ამ პიესის მოტივებზე ალან ჯეი ლერნერი და ფრედერიკ ლოუ მიუზიკლს “ჩემი მშვენიერი ლედი” დაწერენ.

პირველი მსოფლიო ომის დროს, შოუ აქტიურად იყო დაკავებული პოლიტიკით. 1913 წელს ბეატრისთან და სიდნეი ვებთან ერთად დაარსა რადიკალური ჟურნალი “ნიუ-სტეიტსმენი”, რომლის 1914 წლის ნოემბრის ნომერში განთავსებული იყო პიესა “უკან მათუსალასთან”, რომელიც შოუს ყველაზე არაეთგვაროვან პიესადააა ცნობილი. ცნობილია, რომ 1925 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცემოდა, მაგრამ ბერნარდ შოუს “შემოქმედებისთვის, რომელიც განმსჭვალულია იდეალიზმით და ჰუმანიზმით, ნაპერწკლისმფრქვეველი სატირისთვის, რომელიც ხშირად შეხამებულია გამორჩეულ პოეტურ სილამაზესთან” , ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს. ბერნარდ შოუ 1950 წელს ჰერტფორდშირში  94  წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ჯორჯ ბერნარდ შოუ  არის ლონდონის ეკონომიკური და პოლიტიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი.  შექსპირის შემდეგ ის ყველაზე პოპულარულ დრამატურგად არის აღიარებული.

ბერნარდ შოუ ბევრს მოგზაურობდა და თვლიდა, რომ სკოლაში მიღებული განათლება არაფერია იმასთან შედარებით რაც კითხვას, მოგზაურობას და ადამიანებთან ურთიერთობას მოაქვს.

ურთიერთობებზე

ცეკვა – ჰორიზონტალური სურვილის ვერტიკალური გამოხატვაა.

შურისძიება – მშიშარა ადამიანის ქმედებაა იმ შიშის გამო, რომელიც მან განიცადა.

იდეალური ქმარი ის კაცია, რომელიც თვლის, რომ იდეალური ცოლი ჰყავს.

მარტოობის გადატანა და მისგან სიამოვნების მიღება ყველაზე დიდი ნიჭია.

გულრწფელობა არაა საშიში, მითუმეტეს თუ ამასთან ერთად სულელიც ხართ.

ზოგჯერ ადამიანი უნდა გააცინო, რომ ყურადღება გადაატანინოთ იმ სურვილისგან, რომელსაც თქვენი ჩამოხრჩობა ჰქვია.

ქორწინება ეს ის ზვავია, რომელიც გოგოს და ბიჭს ყვავილების კრეფის დროს დაეცათ.

ნამდვილი ჯელტმენი ის არის, ვინც ქალს სახლში მინანქრის სანახავად წაიყვანს და მხოლოდ მინანქარს აჩვენებს.

თუ ჩემი მეზობელი ცოლს ყოველდღე სცემს, ხოლო მე არასდროს, სტატისტიკის მიხედვით მე და ის ცოლებს დღეგამოშვებით ვცემთ.

ქალებზე

არ არსებობს ისეთი ქალი, რომელიც დამშვიდობებისას “კარგად ბრძანდებოდეთს” 30–ზე ნაკლებ სიტყვაში ატევდეს.

უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება ვიდრე მოსაწყენთან. მართალია პირველის დახრჩობის სურვილი ხშირად უჩნდებათ, სამაგიეროდ არ ეყრებიან.

ქალები უცებ ხვდებიან ვისთან ვუღალატეთ. ჯერ გაფიქრებული არც გვაქვს და ისიც იციან თუ ვისთან ვუღალატეთ.

ცხოვრებაზე

ქურდი ის არაა ვინც მოიპარა, ქურდი ის არის ვინც დაიჭირეს.

ვინც იცის – აკეთებს, ვინც არ იცის – ასწავლის.

შეეცადეთ მიიღოთ ის, რაც გიყვართ წინააღმდეგ შემთხვევაში იმის შეყვარება მოგიწევთ, რაც მიიღეთ.

დაბერება მოსაწყენია, თუმცა ერთადერთი გზაა ცხოვრების გაგრძელების.

სამყარო სავსეა ისეთი ხალხით, ვისაც საქმის კეთების გარეშე გამდიდრება სურთ და ისეთებიც, ვინც მზად არიან იმუშაონ და არ გამდიდრდნენ.

ჩვენი უბედურების ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე ბედნიერები ვართ თუ არა.

ერთადერთი გზა რაიმეს გაგების საქმის კეთებაა.

ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის პოვნა არაა, ცხოვრება საკუთარი თავის შექმნაცაა.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *