ნანი ბრეგვაძე დღეს 80 წლის გახდა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

82a5cff34c5206e8eb99f21d8eef87c4

ქართველ მომღერალს და სახალხო არტისტს ნანი ბრეგვაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა. მომღერალმა ამ დღის აღნიშვნა მოკრძლებულ, გარემოში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად წინანდალში გადაწყვიტა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 20 აგვისტოს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ნანი ბრეგვაძისდი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რითაც მომღერლის საიუბილეო წელი დაიწყება.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, საქართველოს ეროვნული სიფმონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. მუსიკალური პროდიუსერი გახლავთ მარინა ბერიძე.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ტარდება.

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში დაიბადა. უსაზღვრო ნიჭი, დამახასიათებელი არტისტიზმი და ხელოვნებისადმი სიყვარული დღემდე იპყრობს მილიონობით ადამიანის გულს.

ნანი ბრეგვაძეს 1974 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მომღერლის სახელობის ვარსკვვლავი ფილარმონიის წინ საზეიმოდ 2001 წელს გაიხსნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *