კვირიკაშვილის ვიზიტი თურქეთში

მთავარი გვერდის ჩანაწერები

kvirika 8

საქართველოს დელეგაციას ანკარის საერთაშორისო აეროპორტში ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი დახვდა. მისი განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერის ვიზიტს.

გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთს და თურქ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა და კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს დაღუპულთა გამო.

კვირიკაშვილი შეხვდება პრემიერ ბინალი ილდირიმს და პარლამენტის თავმჯდომარე ისმაილ ქაჰრამანს.

გაიმართება სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა, ხელი მოეწერება თანამშრომლობის შეთანხმებებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა: პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *