ნახტომი ორ ცათამბჯენს შორის

მთავარი გვერდის ჩანაწერები

1

ბრიტანელმა რუფერმა (სახურავებზე ყოფნის მოყვარული) და პარკურისტმა მაქს კეივმა, დაზღვევის გარეშე შეასრულა გამაოგნებელი ნახტომი ჰონკონგში მდებარე 25-სართულიანი ცათამბჯენის სახურავიდან მეორე ცათამბჯენის სახურავზე. ექსტრემალური ნახტომის ავტორმა ვიდეორგოლი აღნიშნულის შესახებ თავის ინსტაგრამში გამოაქვეყნა.

შესრულებულმა ნახტომმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სეირის მოყვარულებს შორის მან დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა პროფესიონალი კასკადიორები შოკში ჩააგდო. მათი აზრით, შესრულებულ ნახტომს სპორტთან არაფერი აქვს საერთო და თახზეხელაღებულ საქციელს წარმოადგენს, რომლის ბედნიერად დასრულება, დიდწილად იღბალს თუ შეიძლება მიეწეროს.

სასიმაღლო ნახტომების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ყველაფერი: სიმაღლე, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ამინდი, ასახტომი და დასახტომი ზედაპირების მდგომარეობა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ერთი არასწორი მოძრაობა და ფეხი შეიძლება დაცურდეს სახურავის ნაპირზე, რაც თავისთავად სავალალო შედეგს მოიტანს.

მსგავსი  ნახტომების შესრულება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული, ვინაიდან უსაფუძვლო სასიკვდილო რისკს უკავშირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *