ვარშავა – ნატო-ს სამიტი

მთავარი გვერდის ჩანაწერები

varshava-stadioni

8-9 ივლისი, ვარშავა, ეროვნული სტადიონი – ნატო-ს სამიტი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობს 58 ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის არიან ნატო-ს 28 მოკავშირე, მონტენეგრო, რომელიც სამიტზე ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი, 26 პარტნიორი, მათ შორის საქართველო, გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

სამიტს ესწრება 2 500-მდე დელეგატი, აშუქებს მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი.

ეს რიგით 28-ე სამიტია, პირველი – 1957 წელს პარიზში გაიმართა, უკანასკნელი – 2014 წელს უელსში. პოლონეთი ნატო-ს სამიტს პირველად მასპინძლობს. ეს იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის რანგში პირველი სამიტია.

მიიღებენ გადაწყვეტილებას ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში როტაციის პრინციპით ოთხი ბატალიონის განთავსების შესახებ. გადადგამენ ნაბიჯებს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. შეთანხმდებიან ერაყში საწვრთნელი მისიის გაძლიერებასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში როლის გაფართოებაზე. მიიღებენ გადაწყვეტილებას “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშირისო კოალიციის AWACS-ის ტიპის ვერტმფრენებით დახმარების შესახებ. გააგრძელებენ ავღანეთის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას. გააძლიერებენ პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოსთან (არსებითი პაკეტი), უკრაინასა და მოლდოვასთან.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *