შტაინმაიერი – ვიზალიბერალიზაცია სექტემბრის ბოლოს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

shtainmaieri

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი – “გერმანია და ევროკავშირი მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს რეალური ვიზალიბერალიზაცია. ეს ევროპარლამენტის ფორმალობებზეა დამოკიდებული და მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს. ევროპარლამენტის განრიგი ძალიან ამბიციურია – საკომიტეტო მოსმენები, კონსულტაციები… ვფიქრობ, თვის ბოლოს პროცესი დასრულდება და ალბათ, სექტემბრის მეორე ნახევარში მივალთ საბოლოო, ლოგიკურ შედეგამდე”.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს; მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიაში; დაგეგმილია მრგვალი მაგიდა ეკონომიკის მინისტრის და გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *