ჩეჩნური კვალი

მთავარი გვერდის ჩანაწერები

თურქული პრესა ტერაქტში ჩეჩნურ კვალზე მიუთითებს.

წერენ, რომ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილია აჰმედ ჩატაევი, რომელიც საველე მეთაურ დოკუ უმაროვის სიკვდილის შემდეგ “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა და დაჯგუფება “იარმუკს” ხელმძღვანელობს.

chataevi

ჩატაევი საქართველოში სასჯელს იხდიდა – ლაფანყურის მოვლენების გამო. იგი 2012 წელს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

ჩატაევი შტატებმა ტერორისტთა სიაში რამდენიმე თვის წინ შეიყვანა.

ჩატაევი ჩეჩენ მებრძოლებში გავლენით სარგებლობს და უმაროვის უახლოესი გარემოცვის წევრია. მას ახლო ურთიერთობა აქვს აბუ ომარ ალ შიშანთან (პანკისელი თარხან ბათირაშვილი, “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი).

shishani-batirashvili

წერენ, რომ ტერორისტები წარმოშობით დაღესტნელი, ყირგიზი და უზბეკი იყვნენ.

წერენ, რომ თავი აიფეთქა ჩეჩენმა, ოსმან ვადინოვმა, რომელიც თურქეთში სირიის ქალაქ რაქადან ჩავიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *