გამოიგონეს ტანსაცმლის დასაუთოებელი და დასაკეცი მანქანა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

maxresdefault

ამერიკულმა სტარტაფმა «FoldiMate»-მა დაიწყო შეკვეთების მიღება მათ მიერ გამოგონილ მაისურების დასანამ-დასაორთქლ, დასაუთოებელ და დასაკეც აგრეგატის შესაძენად.

აგრეგატში შეიძლება ერთდროულად ჩაიტვირთოს 10-15 მაისური, რომლებიც მანქანაში დამუშავების შემდეგ მომხმარებელს დაუთოებული და დაკეცილი უბრუნდება. მთლიანობაში პროცედურა დაახლობით ერთ წუთს გრძელდება. მოწყობილობაში, რომელსაც «FoldiMate» ეწოდა, გამოიყენება კონვეირული ლენტი და რობოტიზირებული მანიპულატორები. აღნიშნულ ოპერაციების გარდა დამატენიანებელ-არომატიზატორების გამოყენებაც არის შესაძლებელი.

«FoldiMate»-ის შემქმნელთა გამარტებით, მოწყობილობა ასევე შეძლებს შარვლების, პირსახოცების და სხვა სახის ტანსაცმლის დამუშავებას, წინდებისა და ტრუსების გარდა. ის აღჭურვილი იქნება ინტერნეტთან დასაკავშირებელ Wi-Fi მოდულით.

აგრეგატის წონა დაახლოებით 30 კგ შეადგენს, ზომა: 71 x 81 x 79 სმ. მანქანის პირველი შემკვეთები მას 2017 წლისთვის მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *