ცისფერი ოცნება — Christie’s აუქციონის განსაცვიფრებელი რეკორდი

მთავარი გვერდის ჩანაწერები

Untitled-1

2014 წელი, კომპანიამ «Petra Diamonds» საოცარი მონაპოვარით აღნიშნა: სამხრეთ აფრიკაში, კულინანის მაღაროებში აღმოაჩინეს  122 კარატის წონის ცისფერი ალმასი. მისგან გადაწყვიტეს ოთხი ბრილიანტის მიღება, რომელთაგანაც უდიდესმა ბეჭედი დაამშვენა.

მას სახელად «Cullinan Dream» ეწოდა. ამერიკულმა გემოლოგიურმა ინსტიტუტმა (GIA), რომლის დასკვნასაც ძვირფასი ქვების შესახებ მსოფლიოში ყველაზე დიდი წონა გააჩნია, ბრილიანტს Fansy Intense Blue (უჩვეულო ინტენსიური ლურჯი) ფერი და სიწმინდის მაჩვენებელი VS2 (უმცირესი, მხოლოდ ძლიერი გამადიდებლით შესამჩნევი ჩანართი) მიანიჭა.

ბრილიანტის წონა 24.18 კარატია. ის რამდენიმე დღის წინ Christie’s აუქციონზე წარმოუდგენელ ფასად — 25 მილიონ დოლარად ($25365000) გაიყიდა. ეს ახალი რეკორდია: ყოველ კარატში, ანუ ქვის 0.2 გრამში, მილიონ დოლარზე მეტი.

სამხრეთ აფრიკის მაღაროს მორიგი საოცრება, თავისი იშვიათობის და საოცარი შეფერილობის წყალობით, ჭეშმარიტად ცისფერი ოცნებაა.

b253d1f28234f118dab019687078b5bb

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *