უეფა რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს რასისტულ ქმედებებში ადანაშაულებს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

e91e17df5e3331cfcb02c510773a4e0aსაფრანგეთის ქალაქ მარსელში, ფეხბურთის გულშემატკივრების დაპირისპირების გამო უეფა-მ რუსეთთან მიმართებაში დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო.

უეფა რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს არეულობაში, რასისტულ ქმედებებსა და პიროტექნიკის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უეფა რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამშაბათს მიიღებს.
გუშინ, მარსელის სტადიონზე რუსეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის შემდეგ 30-მდე რუსი გულშემატკივარი მეტოქის გუნდის მხარდამჭერებს დაესხა თავს. არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ბოლო ორი დღის განმავლობაში ფეხბურთის გულშემატკივრების დასაშლელად ფრანგულ პოლიციას ორჯერ მოუწია ცრემლსადენი გაზის გამოყენება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *